ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - ახლოდან ვადევნებთ თვალს შემაშფოთებელ მოვლენებს საქართველოში - სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგა დიპლომატებს

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატები და თანამშრომლები ახლოდან ვადევნებთ თვალს შემაშფოთებელ მოვლენებს საქართველოში, მას შემდეგ, რაც მათ მთავრობამ ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებისა და თანამშრომლების განცხადებაში.

განცხადებაში ისინი სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგა დიპლომატებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც „2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციას მოაწერეს ხელი“.

„მყარად გვჯერა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მისი მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია. ქართველი ხალხის მისწრაფებების, რომელთა 80%-ზე მეტი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, დაღალატება არ შეიძლება.

ჩვენ მთელი გულით მივესალმებით ჩვენი ქართველი კოლეგების მამაც ქმედებას, რომ მათი ხმა გაგონილ იქნას.

გავაგრძელებთ საქართველოში ვითარებისადმი თვალის მიდევნებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ კოლეგების უსაფრთხოებასა და არა-დისკრიმინაციაზე განსაკუთრებული ყურადღებით, რომლებმაც უკვე მოაწერეს ან მოაწერენ ხელს პეტიციას. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ვინც მათ წინააღმდეგ ქმედებებს განახორციელებს, სრული პასუხი აგოს.

სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დიპლომატებსა და თანამშრომლებს მოვუწოდებთ, რომ ჩვენს მამაც ქართველ კოლეგებთან სოლიდარობის ამ აქციას შეუერთდნენ", - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებისა და თანამშრომლების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს