ადვოკატი - თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულების უმეტესობა ამ დრომდე საპოლიციო მანქანებში ჰყავთ, სავარაუდოდ, მათ რეგიონებში გადაიყვანენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.

მათ ნაწილ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ქალაქის სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. ყველა მათგანს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ხვალ გამთენიას ეწურებათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წუხელ მიმდინარე აქციაზე 100-ზე მეტი პირი დააკავეს, იზოლატორებში ადგილი არ არის, რის გამოც, სავარაუდოდ, წინა დღეს დაკავებულებისგან იზოლატორებს გაათავისუფლებენ.

როგორც დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უმეტესობა საპოლიციო მანქანებში ჰყავთ, ვინაიდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორსა და ქალაქის სამმართველოში ადგილები აღარ არის. წუხელ დაკავებულების ნაწილს სავარაუდოდ, მცხეთისა და რეგიონების იზოლატორებში გადაანაწილებენ.

ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 150 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა