თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა - დადგა დრო, თავისი სახელი დავრქვათ მოძალადე რეჟიმს, მასთან მოთანამშრომლე თუ მდუმარე ადამიანებს და ვიბრძოლოთ საქართველოს ამ დამღუპველი პუტინისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად!

ახლა დუმილი ან ნებისმიერი ფორმით ამ რეჟიმთან შემგუებლობა დანაშაულია! დადგა დრო, თავისი სახელი დავრქვათ ყველაფერს - მოძალადე რეჟიმს, მასთან მოთანამშრომლე თუ მდუმარე ადამიანებს და ყველა გამოვიდეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ამ დანაშაულებრივი, დამღუპველი პუტინისტური რეჟიმისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად! - ამის შესახებ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, „დანაშაულებრივი რეჟიმის ბოროტი განზრახვით ქვეყანა და კარგავს ნორმალური მომავლის ბოლო შანსს”.

„ჩვენ, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლელები, 25 წელი ერთგულად, უანგაროდ, მთელი შეგნებით ვემსახურებით საქართველოს სამართლებრივ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უზენაეს იდეას, კეთილგონიერ პიროვნებად, სახელმწიფოებრივად, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბების გზას!

ყოველთვის, ყველა საბედისწერო მომენტში, სკოლელების უმრავლესობა ვიდექით და ვდგავართ ამ გაუხუნარი ფასეულობების სადარაჯოზე. სიტყვით და საქმით აღვასრულებთ ჩვენს უმთავრეს მოქალაქეობრივ ვალს!

ახლა, როცა ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ბოროტი განზრახვით ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი კარგავს ნორმალური მომავლის ბოლო შანსს, როცა სხვებთან ერთად არაერთი სკოლელია უკანონოდ დაკავებული და დასახიჩრებული აქციებზე, ყველა ვალდებული ვართ, ვთქვათ სიმართლე და გავემიჯნოთ ყოველგვარ ნახევარსიმართლეს!

მამაც მოსამართლეთა, სახელმწიფო მოხელეთა, ჟურნალისტთა და აქტივისტთა შორის წინა ხაზზე დგანან ჩვენი საამაყო, სამაგალითო სკოლელები! ახლა დუმილი ან ნებისმიერი ფორმით ამ რეჟიმთან შემგუებლობა დანაშაულია! დადგა დრო, თავისი სახელი დავრქვათ ყველაფერს - მოძალადე რეჟიმს, მასთან მოთანამშრომლე თუ მდუმარე ადამიანებს და, რაც მთავარია, ყველა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ საქართველოს ამ დანაშაულებრივი, დამღუპველი პუტინისტური რეჟიმისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს