ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ

თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ. ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. შემდეგ კი, უკრაინის (ოკუპირებულ) ტერიტორიასთან დაკავშირებით, უკრაინა მათ დაბრუნებას დიპლომატიური გზით შეძლებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზემოთ აღნიშნული პირობის შემთხვევაში ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მიწვევა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს უნდა აღიარებდეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა იმის გარანტირებისთვის, რომ უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დასაკავებლად „პუტინი უკან არ დაბრუნდეს“.

ასევე, მისივე თქმით, ნატო-მ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია „დაუყოვნებლივ“ უნდა დაფაროს, „წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკან დაბრუნდება“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა