Reuters - სირიის შეიარაღებული ძალები ამბოხებულების ალეპოში შესვლას ადასტურებს

სირიის შეიარაღებული ძალები ამბოხებულების ალეპოში შესვლას ადასტურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტერორისტების დიდმა რაოდენობამ და საბრძოლო ფრონტების სიმრავლემ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ხელახალი გადაჯგუფების ოპერაციის ჩატარება აიძულა, რომელიც მიზნად თავდაცვის ხაზების გაძლიერებასა და კონტრშეტევისთვის მომზადებას ისახავს“, - აცხადებს სირიის შეიარაღებული ძალები.

სირიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ალეპოსა და იდლიბში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა.

ცნობისთვის, ეს სირიის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც სირიელმა ამბოხებულებმა, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, რამდენიმე დღის წინ მოულოდნელი შეტევა დაიწყეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს