ირაკლი კობახიძე  -  ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა - არცერთ დასკვნაში მტკიცებულებები არ დევს

თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს" ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში“.

„არცერთ დასკვნაში არავითარი მტკიცებულებები არ დევს. თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა. მათ აქვთ აღიარებული, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ანუ 2 075 000 ამომრჩეველი რომ მივიდა საარჩევნო უბნებზე, ამას აღიარებს ყველა. ეს ერთი და მეორე, მაგალითად, გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს" ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში. ისინი საკუთარ შედეგებს სათითაოდ აღიარებენ. დანარჩენი ყველაფერი არის უშუალოდ სიყალბე. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, ჩახედეთ ISFED-ის დასკვნას, 25 ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული, როცა აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, სად არის რაიმე ფაქტი. არავითარი მტკიცებულება არ დევს. ISFED-ს ჰქონდა ყველაზე დიდი მისია. ISFED-ის დასკვნას ჩახედეთ, რომელსაც უწერია, რომ დააკვირდა დაახლოებით 700 000 ამომრჩეველს და დაადგინა ხმის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა. ეს ხომ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ხმის ფარულობის დარღვევის კუთხით არავითარ სისტემურ პრობლემას არ ჰქონია ადგილი. ხომ არის ეს მტკიცებულება, დანარჩენი ყველაფერი არის სიყალბე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო