საია - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეთა და მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართული ცემა და დევნა - გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი და ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 33-ე საერთო კრების რეზოლუციას ასაჯაროებს და შსს მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს სისასტიკედ აფასებს და დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სამართლის უზენაესობის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, სცემენ, სასტიკად უსწორდებიან და დევნიან მოქალაქეებს.

„ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ იმ სისასტიკეს, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ახორციელებს.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს არჩევანი ასახავს ჩვენი საზოგადოების ღირებულებებსა და მისწრაფებებს და მას ვერანაირი ძალადობრივი ქმედება ვერ ჩაახშობს. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფონზე არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას.

სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სამართლის უზენაესობის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, სცემენ, სასტიკად უსწორდებიან და დევნიან მოქალაქეებს. ეს ქმედებები სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეთა და მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართული ცემა და დევნა;

გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი;

ჩატარდეს აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს