დიმიტრი ხუნდაძე - თუ არ დავფიქრდით, ასეთი ქცევით უკრაინის „ბილეთი“, მისამართით „მაედანი" შეგვრჩება ხელში და მისი ბოლო გაჩერება ფრონტის ხაზი იქნება

რთული საყურებელია, როდესაც რუსთაველის პროსპექტი თავის თავს არ ჰგავს და იქ ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ორმაგად რთული საყურებელია, როდესაც ეს უცხო ძალის ჩარევით ხდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისივე თქმით, ნურავინ იფიქრებს, რომ წუხანდელი ღამე ვინმეს არ აწუხებს, თუმცა ქვეყნის ბედი, ბრმად არავის უნდა ვანდოთ.

„რთული საყურებელია, როდესაც რუსთაველის პროსპექტი თავის თავს არ ჰგავს და იქ ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ორმაგად რთული საყურებელია, როდესაც ეს უცხო ძალის ჩარევით ხდება.

ვწუხვარ მათი ზიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტების და პოლიციელებზე თავდასხმის გამო. ჩვენ, ყველა ერთმანეთში საერთოს მაინც მოვნახავთ და დავლაგდებით, მაგრამ თუ არ დავფიქრდით, ასეთი ქცევით უკრაინის "ბილეთი", მისამართით „მაედანი", შეგვრჩება ხელში და მისი ბოლო გაჩერება ფრონტის ხაზი იქნება.

არავინ იფიქროს, რომ ვინმეს არ აწუხებს წუხანდელი ღამე, ან ვინმემ ძილში გაატარა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენი სამშობლოს ინტერესებშია.

საკუთარი ქვეყნის ბედი ბრმად არავის არ ენდობა, რაც არ უნდა დიდი თუ დიადი ქვეყნიდან იყვნენ და რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს მათი შემოთავაზება. არჩევაც თავად უნდა შეგვეძლოს, მოწონებაც და დაწუნებაც. სიკაშკაშემ ისე არ უნდა მოგვჭრას თვალი, რომ დაგვაბრმაოს.

წინ, მშვიდობით საქართველოს საკეთილდღეოდ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა