დიმიტრი ხუნდაძე - დესტრუქციული ძალების გააქტიურების მიუხედავად, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს, ყველა უკანონო ქმედება უმკაცრესად დაისჯება - მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს!

მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს! - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ყველა უკანონო ქმედება უმკაცრესად დაისჯება, ვინაიდან, ქაოსი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ასევე, ხუნდაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის, რისი გარანტი იქნება ქართული ოცნების გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.

„მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს!

ყველა უკანონო ქმედება იქნება პასუხგაცემული და უმკაცრესად დასჯილი! ქაოსი და თავნებობა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში არ შედის.

„მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პოლიციელების ბულინგი და შეურაცხყოფა ვერასოდეს გახდება გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო სტანდარტი.

სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის. სწორედ ამის გარანტი იქნება „ქართული ოცნების“ გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.

მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს!

ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულად ჭეშმარიტი ევროპული გზის გავლას, რაც აუცილებლად იქნება შესრულებული!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა