ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ

ოდირი საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას გმობს, - ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) ავრცელებს.

„საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედებები ღრმად შემაშფოთებელია და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოდირი აღნიშნავს, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.

„ძალის არაპროპორციული და განურჩეველი გამოყენება საპროტესტო აქციების დროს, რომლის დროსაც დემონსტრანტების მნიშვნელოვანი უმეტესობა მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დიდ ნაწილს შეეხო. მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება, რომელიც ყველა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ეუთო-ს წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „ყველას ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება“. ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოდირის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის კანონს უნდა შეესაბამებოდეს, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებიდან გამომდინარე პროპორციული უნდა იყოს.

„მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება ადამიანის უფლებათა შესახებ მრავალ დოკუმენტშია დაფიქსირებული. ამ უფლების დაცვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში უზრუნველყოფის ვალდებულება ეუთო-ს წევრმა ყველა სახელმწიფომ აიღო. ოდირი ეუთო-ს რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ თავიანთ ვალდებულებებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებასა და ყველა სხვა ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცენ“, - წერს ოდირი.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ