ლევან კოჭლოშვილი - საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი

წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს,“ ქვებს, ბოთლებს. უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქციაზე დაშავებული სამართალდამცავი პირების ფოტოებს აქვეყნებს.

მისივე თქმით, „რუსულ პიროტექნიკას“ „ევროპელი მომიტინგეები“ ევროპულად ესროდნენ იმ სამართალდამცავებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტისაგან იცავდნენ ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად.

„საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა - ვანდალიზმი. „რუსულ პიროტექნიკას“ “ევროპელი მომიტინგეები" ევროპულად ესროდნენ იმ სამართალდამცავებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტისაგან იცავდნენ ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად.

წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს, ბოთლებს.

უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ.

რომ არა ჩვენი პატრიარქი, მაშინ ხელისუფლებაში მყოფი სწორედ ამ პოლიტიკოსების უმრავლესობის გულგრილობითა და საკუთარი ხალხის მიტოვებით, გმირულად დაცემულ ჩვენს თანამემამულეებს საკუთარ სამშობლოში არ ექნებოდათ საფლავი და მათი გვამები იქ გაიხრწნებოდა.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველოს ქვეყნის მოყვარე ხელისუფლება, რომელიც არაფრის ფასად არ დათმობს იმ მარადიულ ღირებულებებს, რამაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პატარა ერი დღევანდელ დღემდე მოიყვანა”, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს