მამუკა მდინარაძე - საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა წაქცეული ადამიანისათვის. ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება!

არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ამასთან, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც მდინარაძის თქმით, დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას.

“მოცემულ შემთხვევაშიც - გუშინ, გუშინწინ, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ცდილობენ მოითმინონ ყველა ის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტების მხრიდან და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად, მაინც ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ.

ასევე, არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ და წაქცეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5 თუ 10 წუთით თუ ერთი საათით ადრე, მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისინი იწყებენ ძალადობას ისე, რომ არც ცდილობენ შეფუთონ. მივიდნენ ადამიანები პირდაპირ ძალადობისთვის. სცენაც კი არ მოუწყვიათ, რომ სიტყვით მიემართათ ვინმესთვის, პირდაპირ ძალადობისთვის მივიდნენ. პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფეიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს. სამშენებლო მასალებს და ა.შ. და ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი. განსხვავებით მეორე, ძალიან მძიმე რამდენიმე შემთხვევისგან, როდესაც, ასევე, დასაგმობ და ძალიან ცუდად განვითარებულ მოვლენებთან გვქონდა საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე. ადამიანმა პრაქტიკულად დააზიანა მისი კოლეგების ინტერესი. რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 5 წუთით ადრე შენი მეგობრის თუ პირადად შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი მხრივ, ასეთ მოქმედებას გამართლება არ აქვს, მეორე მხრივ, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ყველა დანარჩენი პოლიციელის იმიჯი და ამიტომ, ათასობით პოლიციელის იმიჯი ერთმა არასწორმა ქმედებამ ნამდვილად არ უნდა დააზიანოს. ამიტომ, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის. დავამატებ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ეს არის ხშირ და რიგ შემთხვევებში ძალიან მძიმე სანახავიც კი”, - განაცხადა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე