პრეზიდენტი DW-ს ეთერში - ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ მითრევის მცდელობის წინააღმდეგ - რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და მოსახლეობა ამას მასობრივად აპროტესტებს

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ეს მხოლოდ წყლის ჭავლი და დაკავებები არ არის. არსებობს სისტემური ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სისტემური ძალადობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მათი ხმა წაართვეს არჩევნებზე. მათი ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუტი წაართვეს.

რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა თბილისში მასობრივად აპროტესტებს ამ დღეებში და რაც ძალიან ახალია საქართველოში, პროტესტები საქართველოს ყველა ძირითად ქალაქზე ვრცელდება. პროტესტი ასევე იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ხალხი ხელს აწერს საჯარო პროტესტებს ან თანამდებობებს ტოვებენ, მათ შორის დიპლომატიურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში არსებულ საელჩოებში.

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს