თინა ბოკუჩავა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ - პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი - მჯერა, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია

პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა. მათ შორის ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დგას რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ გადაარჩინოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ნამდვილად არის ერთიანი ფრონტის დრო.

„პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა. მათ შორის ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ამ კრიტიკულ ფაზაში იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებთან, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დგას რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ გადაარჩინოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ახლა ნამდვილად არის ერთიანი ფრონტის დრო და იმის დრო, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი და ბუნებრივია, პრეზიდენტი (რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, რომელიც მართლა მთავარი მედროშეა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის), მაქსიმალურად ვმუშაობდეთ ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხი.ეს არის ეგზისტენციალური მომენტი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის როლი, რომელმაც აიღო ევროპის დროშა ხელში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთ დროს მეც დიპლომატი ვიყავი, ვმსახურობდი დიპლომატიურ სამსახურში ჩვენი ქვეყნის სახელით და ეს ნამდვილად და ეს ნამდვილად საამაყო იყო ჩემთვის და ვარ წარმომიდგენია მემსახურა ისეთ მთავრობაში, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი არ აქვს, ამიტომ მივესალმები ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეუძლია, რომ ადამიანმა მიიღოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს