პაატა მანჯგალაძე - 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა - რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური - ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე იქცეოდეს

აქციებზე რაც ვნახეთ, ფაქტობრივად, 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა - ყოველ დღე რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე იქცეოდეს.

„ამ აქციებზე რაც ვნახეთ, ფაქტობრივად, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა. ზუსტად ასე იყო. ადამიანებს გასასვლელები ჩაუკეტეს და მერე დაიწყეს დარბევა. ფიზიკურად ანადგურებენ, რაც ვიდეო ვნახეთ. ასევე თვალითაც ვნახე პირადად. ბევრს მივეხმარეთ, ბევრს ვერ მივეხმარეთ. არ შეიძლება ქართველი ასე მოიქცეს. ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე მოიქცეს. შესაბამისად, ყოველ დღე რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ხალხი ქუჩაში „ბიძინას ზონდერების ხელისუფლების წინაშეა გამოსული საქართველოს დასაცავად“.

„ეს ხალხი გამოსულია საქართველოსთვის. პარტიებიც ამის ნაწილი ვართ. ჩვენ უბრალოდ მხარდამჭერი როლი შეიძლება შევასრულოთ, მთავარ სათქმელს ამბობს ხალხი. გუშინ რაც ვნახეთ, წაქცეულ ქალებს, ბავშვებს ურტყამდნენ - ეს არ არის პოლიცია, სამართალდამცველი, ესენი არიან ზონდერები, ბიძინას ზონდერები და ამ ბიძინას ზონდერების ხელისუფლების წინაშეა ეს ხალხი გამოსული ქუჩაში საქართველოს დასაცავად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „პირველ არხთან“ მიმდინარე აქციას, მანჯგალაძის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხალხს ეკუთვნის და არ შეიძლება იქ თავისუფალი სიტყვა არ ისმოდეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეკუთვნის ხალხს და გადაქცეულია პროპაგანდისტულ საშუალებად. არ ვამბობ, ჩვენი მხარდამჭერი იყოს, მაგრამ არაფრით შეიძლება, რომ თავისუფალი სიტყვა არ ისმოდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა