ნიკა მელია - ჩვენ უნდა ვაქციოთ საკუთარ სახლებად და ოჯახებად რუსთაველის გამზირი

არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად, ყაველაშვილი ვერ უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის არის ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალიც, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ძალიან მისასალმებელია.

„მისი ძალისხმევით შედგა ის პლატფორმა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტია. ეს სათათბირო პლატფორმა ყოველდღიური იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მჯერა საუკეთესოდ მოემსახურება კრიზისიდან ამ სახელმწიფოს გამოყვანას და ივანიშვილის ბოლომდე კრიზისში შეყვანას. მისი განცხადება იყო, რომ არალეგიტიმური, ე.წ. პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად, ყაველაშვილი ვერ უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის არის ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალიც, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ჩვენ ვაქციოთ საკუთარ სახლებად და ოჯახებად - თბილისელებმა რუსთაველის გამზირი, ქუთაისში მთავარი იქაური გამზირი, ბათუმში მთავარი იქაური გამზირი, ერას მოედანი, ზუგდიდში და ა.შ. ეს ბრძოლა არის გამარჯვებამდე,“ - განაცხადა მელიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ, 1-ელ დეკემბერს შეიკრიბებიან პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.

„არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი - მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს