მეუფე მელქისედეკი  - მტკივა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქნეული ხელი, მეწვის ცრემლსადენი გაზის გამო დახუჭული თვალები და მცივა სუსხიან ღამით გაყინულ სხეულზე - საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

დღეს, ეს თავისუფალი, ლაღი, გულღია და ბედნიერი ახალგაზრდობა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, უშიშრად აცხადებს, რომ სურს საქართველო, თავისი დიდებული წარსულით, კულტურითა და მემკვიდრეობით ქრისტიანული ევროპის სრულფასოვანი წევრი იყოს. არ გვაქვს ამ არაჩვეულებრივი ხალხისა და მათი თავისუფალი არჩევანის დაზიანების უფლება. ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციით დადგენილი პოლიტიკური კურსის ცვლილების უფლება, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

„ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენ ერთად გავიარეთ ხიფათითა და ბრძოლით აღსავსე უდაბნო და მივაღწიეთ აღთქმულ ქვეყანას - თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოსა და ერთსულოვნად აღიარებულ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ განსაცდელებით, ტკივილითა და ტანჯვით მოვახერხეთ, რომ თავისუფალ საქართველოში შვილები დაბადებულიყვნენ, რომლებმაც არ იციან ეგვიპტის მონობა - ათეისტური საბჭოთა კავშირი. დღეს, ეს თავისუფალი, ლაღი, გულღია და ბედნიერი ახალგაზრდობა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, უშიშრად აცხადებს, რომ სურს საქართველო, თავისი დიდებული წარსულით, კულტურითა და მემკვიდრეობით ქრისტიანული ევროპის სრულფასოვანი წევრი იყოს. არ გვაქვს ამ არაჩვეულებრივი ხალხისა და მათი თავისუფალი არჩევანის დაზიანების უფლება. ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციით დადგენილი პოლიტიკური კურსის ცვლილების უფლება. ჩემი თაობის ადამიანებმა ძალიან კარგად ვიცით თუ რა შედეგები მოგვიტანა ერთმანეთთან დაპირისპირებამ და წარსულის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ცოდვაა და დაუშვებელია ძალადობა. მტკივა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქნეული ხელი, მეწვის ცრემლსადენი გაზის გამო დახუჭული თვალები, მცივა ნოემბრის სუსხიან ღამით გაყინულ სხეულზე და მეშინია მომავლის დაკარგვის. ეს ყველაფერი ხდება ქართველი ახალგაზრდების სხეულზე, მაგრამ ვგრძნობ მას, როგორც სულიერი მამა და მოძღვარი.

სიძულვილის, შუღლის, მტრობის, დაპირისპირებისა და ქიშპობის დრო უნდა დასრულდეს. ახლა სითბოს, სიყვარულის, მიმტევებლობისა და თანალმობის დროა.

მჯერა, რომ ღვთის მადლით, ჩვენი კურთხეული ქვეყანა ამ განსაცდელსაც წარმატებით გადალახავს. საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

თქვენთვის მლოცველი,

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)“, - წერს მიტროპოლიტი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის