ნიკა მელია პოლიციელებს - დაგდებულ ადამიანებს ლეწავთ მესამე დღეა და ის გიკვირთ, რომ გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული პატრიოტი ადამიანი რაღაცას მოგაძახებს? - მოგაძახებს! არ უნდა მოგაძახონ?!

დაგდებულ ადამიანებს ლეწავთ მესამე დღეა და ის გიკვირთ, რომ გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული პატრიოტი ადამიანი რაღაცას მოგაძახებს. მოგაძახებს! არ უნდა მოგაძახონ?! - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მყოფ სამართალდამცველებს მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, სინამდვილეში ის ადამიანები, ვინ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, არა სამართალდამცველები, არამედ კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებსაც შავ უნიფორმას აცმევენ.

როგორც მელია აცხადებს, "ეს მოძალადეები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული, რომ მომავალში, ვერც ერთმა გიჟმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ის, რასაც "ქართული ოცნება" ბედავს".

„კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მოჰყავთ, აცმევენ შავ უნიფორმას და ლეწავენ ბავშვებს, იმიტომ, რომ პუტინი არ უნდათ. მორჩა. დაგდებულ ადამიანებს ლეწავთ მესამე დღეა. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულები ხართ და ის გიკვირთ, რომ გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული პატრიოტი ადამიანი რაღაცას მოგაძახებს. მოგაძახებს! მეც მომაძახებდნენ ახლა თქვენთან ერთად რომ ვიდგე. არ უნდა მოგაძახონ?! გამოვიდა კაცი [ირაკლი კობახიძე], პრაქტიკულად პუტინთან ერთად, სინქრონში თქვა ის განცხადება, რაც თქვა და რატომ გიკვირთ?! ვერ დაიმალება ეს ყველაფერი. ეს მოძალადეები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული, რომ მომავალში, ვერც ერთმა გიჟმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ის, რასაც ბედავს ეს. მათ შორის, ბედავდნენ წინა ხელისუფლების დროსაც. ახლა უბრალოდ რუსული ინტერესის საფარქვეშ მოქმედებენ, თორემ ლეწავდნენ ესენი წინა და იმის წინა ხელისუფლების დროსაც,“ - განაცხადა მელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე