პრეზიდენტი - ჩემთან იქნება სამოქალაქო  საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით, მაგრამ ახალ არჩევნებამდე მისვლა გვჭირდება

ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით, მაგრამ ახალ არჩევნებამდე მისვლა გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოს არცერთმა დემოკრატიულმა პარტნიორმა არ აღიარა ეს არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ტექნიკურ მისიას აგზავნიან, რომელიც ახალი არჩევნების მომზადებაში დაგვეხმარება.

დღეს [პოლონეთის] პრეზიდენტ დუდას ველაპარაკები და ხვალ ევროკომისიის ახალარჩეულ წარმომადგენლებს ველაპარაკები და ამ დღეებში ჩემს ყველა კოლეგას დაველაპარაკები.

დავრჩები ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძირითად და ლეგიტიმურ კონტაქტად, ვინაიდან საქართველოში სხვა ლეგიტიმური ძალა არაა. ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო. ჩვენ ვიქნებით ამ ქვეყანაში ტრანზიციული, სტაბილური ძალა, მაგრამ არჩევნებამდე მისვლა გვჭირდება, ვინაიდან რაიმე ტრანზიციულის შენარჩუნების საკითხი არ არსებობს, რომელიც ქართული საზოგადოების ლეგიტიმურ მხარდაჭერას არ მიიღებს.

რაც შეეხება ჩემს ხმას, რაც ჩემი ერთადერთი ძალაა - ეს სიმართლეა - ნათელია, რომ ეს ერთადერთი ხმაა, რომლის გაგონებაც დღეს საქართველოს მოსახლეობას სურს და დღეს სავარაუდოდ ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვარ ამ ქვეყანაში და ვაპირებ ამ მოსახლეობის ერთგული დავრჩე," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო