ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მივიდნენ - ისმის შეძახილები: "წადი"

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მივიდნენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 13 ე.წ დეპუტატი არალეგიტიმურია. მათივე თქმით, “ქართული ოცნება” არაკონსტიტუციურია.

“ეს არის ხალხის ხმა, ბათუმელების ხმა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მოისმინოს. 13 ე.წ დეპუტატი არალეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში შეიკრიბა. ისინი უნამუსოდ გვეუბნებიან, რომ მათი ხელისუფლება კანონიერია, დიახ, ხალხის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციურია. არ შეგეშინდეს არცერთი სიტყვის, სიტყვა “რევოლუციის”. ეს არის მშვიდობიანი აქცია, ჩვენი მიზანია, არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს სახლში გაშვება. ამ უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აეკრძალოთ. ნუ ჩავყვებით ივანიშვილს სამარეში”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციაზე პერიოდულად ისმის: “წადი”. აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ამასთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვილივ, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

“მეგობრებო ასე ხელჩაკიდებული დავიბრუნებთ აფხაზეთს და იმ დაკარგულ ტერიტორიებს, რომელიც გვტკივა”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს