აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვას აქციაზე მყოფი სხვა მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.

ამასთან, ამ წუთებში, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ჯებირზე პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებენ.

პარალელურად, აქციის მონაწილეები, პარლამენტის პირველი სართულის ფანჯრებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. ისინი ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. ჩამტვრეულია რამდენიმე ფანჯარა. ამასთან, აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის პიროტექნიკას ისვრიან იმ სამართალდამცავების მისამართით, რომლებიც პარლამენტის ეზოს შიდა პერიმეტრზე იმყოფებიან.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა