გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ კრიტიკულად აუცილებელი

„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას, - ამის შესახებ ”გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს განცხადებას, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.

როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით.

“აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ:

„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას.

ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა.

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.

საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით”, - წერს გახარია “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს