ნინო წილოსანი აქციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკის გამოყენებაზე - ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ - პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება

ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ - პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება... ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის მისამართით პიროტექნიკის გამოყენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, აღნიშნული სცენარით მოვლენების განვითარება საქართველოში არ გამოუვათ, „იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა, როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად“.

„ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ - პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება...

ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია..

ეს არ გამოუვათ აქ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად“, - წერს ნინო წილოსანი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა