სახანძრო სამსახურის ბრიგადამ, პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების შესავსებად, სახანძრო მანქანით მიტანილი წყალი დემონსტრაციულად, ქუჩაში დაცალა

სახანძრო სამსახურის ბრიგადის რამდენიმე თანამშრომელმა დავალების შესრულებაზე უარი თქვა და პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული სახანძრო მანქანიდან წყალი დემონსტრაციულად ქუჩაში დაცალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანით წყალი აქციის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების მოსამარაგებლად მიჰქონდათ, რომლითაც მომიტინგეებს შლიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სახანძრო მანქანა გააჩერეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებთან მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების აღნიშნულ ჟესტს მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ. მათი თქმით, ეს სამოქალაქო გმირობაა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა