რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან" კიდევ რამდენიმე მომიტინგე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან“ აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს.

პარალელურად, სპეცრაზმის თანამშრომლებმა გზიდან ბარიკადები აიღეს, რომლებიც მომიტინგეებმა ცოტა ხნის წინ მოაწყვეს.

ისინი რუსთაველის გამზირზე იმ ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ, სადაც ცოტა ხნის წინ პროტესტის მონაწილეები იმყოფებოდნენ. მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ამ დროისთვის, უშუალოდ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და „ცისფერი გალერეიდან“ „თბილისი მარიოტამდე“ ტერიტორია სრულად სპეცრაზმელებს აქვთ დაკავებული. დემონსტრანტების ნაწილმა კი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაინაცვლა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა