ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით გაიხსნება - კინოფესტივალის ორგანიზატორები და რეჟისორები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ,- ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით გაიხსნება. 19:00 სთ-ზე კინოთეატრ “ამირანში”კინოფესტივალის ორგანიზატორები და რეჟისორები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ამასთანავე გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თბილისის კინოფესტივალს განვიხილავთ როგორც ამ აქციების შემადგენელ ნაწილს, რადგან თითოეული ფილმი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს ფესტივალზე ვუჩვენებთ, ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს.

კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას. ჩვენი პარტნიორების და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილი იყო კვირას, 1 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე კინოთეატრ ამირანში ტატო კოტეტიშვილის ფილმით „წმინდა ელექტროენერგია“. ფილმის ჩვენება არ შედგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ კინოზე და ვინც აპირებდით მოსვლას ფესტივალის გახსნაზე, გიწვევთ კინოთეატრ ამირანში, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები გაგაცნობენ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ადგილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია