კაია კალასი - ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას - ვწუხვართ მმართველი პარტიისგან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას, ამას ევროკავშირისგან პირდაპირი შედეგები მოჰყვება

ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე - ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს.

ამასთან, განმარტავენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

„ჩვენ ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ.

ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება“,- წერს კაია კალასი X-ზე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს