ირაკლი კობახიძე - პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ, ის ძალიან კარგი პიროვნებაა - მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო

პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ. ის არის ძალიან კარგი პიროვნება, მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ელჩს ტყუილების თქმა უწევს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„პიროვნულად არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს პაველ ჰერჩინსკის მიმართ. ის არის ძალიან კარგი პიროვნება. ჩვენი ვარაუდი იყო, რომ მას აუცილებლად მოუწევდა ზეწოლაზე რეაგირება. ეს რეაგირება არის გამოხატული, რასაც აკეთებს. სხვანაირად მას შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოსტის ნაადრევად დატოვება.

მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, არაფერი პირადი არ გვაქვს მასთან, უბრალოდ გვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელჩს უწევს ტყუილების თქმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ განვიცდით იმ ზეწოლას, რომლის ქვეშაც იმყოფება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა