კახა კალაძე - ოპოზიცია არ ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რადგან არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში „უკრაინიზაცია“ განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ელოდებიან ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, კახა კალაძე განმარტავს, რომ მათ ეს არ აწყობთ.

„იმიტომ, რომ არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო. ხალხმა აირჩია ქვეყანაში მშვიდობა. უთხრა არა აგენტურას, მოღალატეებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, იმის გათვალისწინებით რა გადალაგებები მიმდინარეობს მსოფლიოში და რა ხდება რეგიონში. არის გამუდმებული მუქარები, შანტაჟები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ როგორც მეორე ფრონტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ „უკრაინიზაცია“ განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას. საქართველოში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა. ჩვენ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით და ღირსეულად შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დღეს, ოპოზიციას აქვს იგივე მცდელობა, რაც 2020 წელს, რათა ქვეყანა საკუთარ ხელში ჩაიგდონ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვაქვეყნებდით შესაბამის კვლევებს, რომლებიც ხალხის განწყობაზე იყო დაფუძნებული, ისინი პირიქით სიცრუეს ავრცელებდნენ. საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ, ვიგებთო. არჩევნების დასრულების შემდეგ, ამომრჩეველი აზეიმეს, „ტაშფანდური“ ჰქონდათ გამართული, შამპანურების გახსნით და ჭიქების ჭახა-ჭუხით. შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა ჩვენ. ამაზე გაგიჟდნენ და თავიანთი უცხოელი პატრონებისგან დავალება მიიღეს, დაეწყოთ არჩევნების გაშავება. 26 ოქტომბრის შემდეგ რამდენი სისულელე მოვისმინეთ გაყალბებაზე. თუმცა, ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დადეს. ამჯერადაც, ისინი „პივიტის“ პარალელურ დათვლებს არ აქვეყნებენ და არ აჩვენებენ საზოგადოებას, რადგან ერთი ერთში ემთხვევა არჩევნების რეალურ შედეგს. მცდელობა აქვთ იგივე, როგორც 2020 წელს, მაგრამ დღეს უფრო დიდი მასშტაბებით, რათა ქვეყანაში მოაწყონ გადატრიალება, ხელისუფლება საკუთარ ხელში ჩაიგდონ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა