კახა კალაძე აქციებზე რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციაზე - გასარკვევია, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასარკვევია, ვინ არიან, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებმა აქციებზე დააკავეს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ერთი-ორი კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ალბათ, გამვლელი ტურისტები არიან. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მგონი, რვა ადამიანია. როდესაც შენ ძალადობ პოლიციაზე, ეს წარმოუდგენელია. დასადგენია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში. ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი. ასევე, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტში იყო შეჭრილი და შენობის დაწვას ცდილობდა. ყველაფერს გაეცემა პასუხები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა