„არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ - ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს

„არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ - ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს. უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18:00 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

„პროტესტი გრძელდება, ამჯერად ავტომფლობელები ქალაქში მსვლელობას ვმართავთ. ამ ფორმით ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას და ადგილობრივებს მოვუწოდებთ, დღეს აქციაზე მოვიდნენ. ქვეყნის არჩევანია ევროპა და არ დავუშვებთ მის გარუსებას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისში მეოთხე დღეა, თბილისის მსგავსად პროტესტი გრძელდება.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება