შალვა პაპუაშვილი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე - დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის  და უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება არ იყოს სახარბიელო

დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება არ იყოს სახარბიელო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სურვილისა, წლების განმავლობაში აშშ-თან თანამშრომლობა პასიური იყო.

„ვფიქრობ დასანანია. მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია ძალაუფლების გადაცემის პროცესშია, ასეთი სახით გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს, ვინაიდან, ეს მომავალ პრეზიდენტს უქმნის გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ დროს, როდესაც ადმინისტრაცია არის გარდამავალ პერიოდში, არ ხდებოდეს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სტრატეგიულმა პარტნიორობამ ვერ შეიძინა ის შინაარსი, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ შეეძინა. სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაფიქრში იყო მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და ა.შ. სწორედ ამის ნაწილი უნდა ყოფილიყო ჩვენი წარმოდგენით, რაც იქნებოდა პრაქტიკაში განხორციელებული სტრატეგიული პარტნიორობის ცალკეული ინსტრუმენტები, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავდით. მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული საბჭო ბოლო 6 თუ 5 წელია არც კი შეკრებილა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ამ მხრივ თანამშრობლობა. სამწუხაროდ პასიური იყო ეს თანამშრომლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო