შალვა პაპუაშვილი - ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით - ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს

ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით გახსნან. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ კანონებს, რეგულაციებს, სტანდარტებს იმისთვის კი არ ვაკეთებთ ევროკავშირს რომ მოვაწონოთ თავი, პირველ რიგში, ამას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის.

„ჩვენ დავდეთ პირობა ქართველი ხალხის წინაშე, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, რომ ევროკავშირში წევრობისთვის, 2030 წელს, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა ახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით გახსნან. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ერთი რამეა მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ ასოცირების შეთანხმებას, კანონებს, რეგულაციებს, სტანდარტებს იმისთვის კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირს მოვაწონოთ თავი, პირველ რიგში, ამას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს სტანდარტები ჩვენს ხალხს სჭირდება. პროდუქტის სტანდარტები, მშენებლობასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სტანდარტები. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, უბრალოდ ამ სტანდარტებსაც სჭირდება თავისი დრო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა