შალვა პაპუაშვილი - გვინდა ევროკავშირთან ვიყოთ გულწრფელი და ვუთხრათ:  საქმე - კი ბატონო! შანტაჟზე - უარი! ევროინტეგრაციის პროცესს ზეწოლა და მოლაპარაკებების გახსნის თემით შანტაჟი აზიანებს

გვინდა ევროკავშირთან ვიყოთ გულწრფელი და ვუთხრათ: - საქმე - კი ბატონო! შანტაჟზე - უარი! ევროინტეგრაციის პროცესს ზეწოლა და მოლაპარაკებების გახსნის თემით შანტაჟი აზიანებს, - ეს განცხადება დღეს მედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ თემას დამატებითი შედეგების მისაღებად იყენებს.

მან ასეთ საკითხებად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესება დაასახელა.

პაპუაშვილის შეფასებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის პროცესის ოთხი წლით გაჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ ხალხი ააღელვონ, რაც, მისივე თქმით, “შიდა და გარე აქტორების არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს“.

“მნიშვნელოვანია ყველა საკითხის შინაარსს დააკვირდეს. ჩვენ შემდეგი რამ ვთქვით: - ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაციის გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენება როგორი იარაღი საქართველოზე ზეწოლის გასაძლიერებლად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად და საზოგადოების გასახლეჩად.

ეს ჩვენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვნახეთ, როდესაც 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ამუნიციაში აღებულ იქნა, როგორც იარაღი იმისთვის, რომ ხელისუფლება არადემოკრატიული გზით შეეცვალათ. გახსოვთ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ორგანიზებული იგივე ხასიათის, იგივე შემადგენლობის აქცია, რასაც ახლა ჩვენ ამ ძალადობრივი ხასიათის აქციებში ვხედავთ.

შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თავად ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველო უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბოსნია ჰერცეგოვინაზე წინ იყო და კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ არ მოგვანიჭეს. როცა ვკითხულობდით, თუ რა იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭების რეალური მიზეზი, ვერანაირ ლოგიკურ, კეთილსინდისიერ, გონივრულ ახსნას ვერ ვიღებდით. ეს გვიღრმავებს ეჭვს, რომ ასეთი სახის ინსტრუმენტებით მანიპულაცია ხდება.

ამის შემდეგ ოპოზიცია და NGO-ები ყველაფერს ბლოკავდა, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაციების შესრულებასთან - ისინი ბოიკოტირებდნენ სხდომებს, პროექტების შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ და აყენებდნენ ულტიმატუმებს, რომ საკითხი ისე უნდა ყოფილიყო, როგორიც ისინი ამბობდნენ. გარკვეული NGO-ები უარყოფით დასკვნებს წერდნენ, რომ განხორციელებული რეფორმები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

წელიწად-ნახევრის თავზე - 2023 წლის დეკემბერში გავიგეთ, რომ ხელისუფლება სწორედ მოქმედებდა, ნაბიჯები სწორად გადადგა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.

სტატუსის მონიჭების შემდეგ მოლაპარაკების გახსნის ახალი თემა შემოვიდა, რომელიც ასევე მანიპულაციურად გამოიყენება იმისთვის, რომ ამ საკითხს მათთვის პოლიტიკურად სასურველი საკითხები მიაბან.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის თემა საქმიანი და საგნობრივი მუშაობის ნაცვლად, პოლიტიკური შანტაჟისა და ზეწოლის იარაღად გადაიქცა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს