საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან ანთებული სანთლებით ხელში დგას

პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სანთლებით ხელში დგას. მათ სანთლები ცოტა ხნის წინ აანთეს, ამავე დროს კი სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო".

პარალელურად, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრის, ჯებირებზე ხელებს და სხვადასხვა ნივთს აბრახუნებს და პიროტექნიკას იყენებს.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ. ისინი ამ წუთებში საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება