ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას - ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა

სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი - თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა, - ამის შესახებ „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას.

“გუშინდელი განცხადება სიტყვა-სიტყვით, რაც იყო შეგიძლიათ გადაახვიოთ. სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი. თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა. შესაბამისად, ჩემი გუშინდელი განცხადება რაც იყო, ეხებოდა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკას. მივიჩნევ რომ იგი ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას. დავასახელე ისიც, თუ რა განაპირობებს ამას. ვიზიარებ გუშინდელ განცხადებას და თუ შეიძლება ნუ მისცემთ სხვა ინტერპრეტაციას“, - განაცხად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის დათმობას და ტელევიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის გამო, გადაკეტილია კოსტავას ქუჩა.

შეგახსენებთ გუშინ, 30 ნოემბერს, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია „ის თუ რატომ არ პასუხობს სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია, ამის ახსნაც ბევრია. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა თანამდებობა, პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე