სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ - მეგობრები კატასტროფისგან ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ

ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბალტიის სამი სახელმწიფოს: ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ერთობლივ შეთანხმებას, რომ ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა.

სამადაშვილის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, რომ „ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას“.

„საკმაოდ უპრეცედენტო რამ ხდება, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ, თავი შეიკავონ საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისგან, როგორიც არის სანქცირება - თუ არ არის გადაუდებელი ამოცანა, თუ დიდი ბოროტების შეჩერებას არ ცდილობენ.

ის, რომ საქართველოს საუკეთესო მეგობარმა, ბალტიის სამმა ქვეყანამ, რომელიც წლების მანძილზე იყო გამწევი ძალა საქართველოს ევროპულ გზაზე, გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი გადაედგა, აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას, დღეს ჩვენი ქვეყნის მეგობრები ცდილობენ ამ კატასტროფისგან ქვეყნის გადარჩენას, მათ შორის ამ გზით. ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ,რომ ეს გაგრძელდება და საბოლო ჯამში მივალთ იმ რეალობამდე, რომ ვიქტორ ორბანის გარდა, ყველა სახელმწიფო დაასანქცირებს რეჟიმს. მე ასევე მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ვნახავთ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

„ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ახალი არჩევნები, სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ხედვას, ეს არის დღეს ერთადერთი ხსნა და გამოსავალი“,- დასძინა სამადაშვილმა.

ინფორმაციისათვის, ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია