მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილო, რა გინდა, ამიხსენი, ყველა თავისუფალი მოქალაქე გამოვიდეს და შენს ჭკუაზე იაროს? არ გამოვა ეს ამბავი - გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაცას აპირებთ, საშუალებას არ მოგცემთ!

პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, ეს ხალხი პროვოკაციას არ აჰყვება, გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებთ რაღაცას, ამის საშუალებას არ მოგცემთ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით განაცხადა.

ხაზარაძემ ივანიშვილს ეკრანიდან მიმართა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდების თავისუფლებას ვერავინ გააკონტროლებს.

ბიძინა ივანიშვილო, რისი მიღწევა გინდა, ესენი ჩვენი შვილები არ არიან? ეს ახალგაზრდობა, რომელსაც დასდევ შენი კრიმინალებით, პოლიციელების ფორმა რომ ჩააცვი, ვინმე გინდა, რომ დაასახიჩრო? რას ითხოვს ეს ხალხი, ეს ახალგაზრდობა რას ითხოვს? - წართმეული არჩევნების თავიდან ჩატარებას, ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, იმ პერსპექტივას, რომელიც წაართვი, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, რომელიც გადაკეტე და ითხოვს იმას, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი და არ იყოს რუსეთის მონა. და შენ რა გინდა, ამიხსენი, რომ ეს ყველა თავისუფალი მოქალაქე გამოვიდეს და შენს ჭკუაზე იაროს? არ გამოვა ეს ამბავი, არც გამოსულა არასდროს, ამ თავისუფლებას ვერ გააკონტროლებ!

ბრძოლა იქნება ბოლომდე მშვიდობიანი და პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, ეს ხალხი პროვოკაციას არ აჰყვება, გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებთ რაღაცას, ამის საშუალებას არ მოგცემთ”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს