რუსებმა ტერნოპოს დრონებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, სერგეი ნადალზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მტერმა კვლავ დრონებით შეუტია ტერნოპოლს. ხანძარია საცხოვრებელ კორპუსში. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. განგაში გრძელდება. დარჩით უსაფრთხო ადგილას მის გაუქმებამდე“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

მოგვიანებით მან თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსულმა დრონმა მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულს დაარტყა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა