რუსთაველის გამზირზე განლაგებული საპოლიციო ძალები, ოპერასთან მყოფი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა

რუსთაველის გამზირზე განლაგებული საპოლიციო ძალები, ოპერის ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან.

საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მიერ გამაგრებულ ბარიკადებს ასუფთავებენ. ასევე, ჩართულია გამაფრთხილებელი სირენაც, რომელიც დემონსტრანტებს მოუწოდებს, დაიშალონ.

ცნობისთვის, იქამდე, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე განთავსებული აქციის მონაწილეებისგან დედაქალაქის ცენტრალური გამზირი არაერთხელ გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები საბოლოოდ, მაინც უკან დაბრუნდნენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პერიოდულად, მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია