საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი  მომიტინგეებისგან გაასუფთავეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაასუფთავეს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან გადაიყვანეს როგორც ოპერასთან შეკრებილი დემონსტრანტები, ისე მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ მყოფი პირები.

გამზირის გასუფთავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „გამოდი“.

საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანები ამ დროისთვის დგანან ფილარმონიასთან. ასევე განლაგებულები არიან რესპუბლიკის მოედანზე.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება