გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ - უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი გამოვიყვანე და მეორე ბიჭის გამო შევბრუნდი, რა დროსაც ცემით შემაგდეს მანქანაში - ბევრი რგოლია ჩართული სისტემურ დანაშაულში

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, დღეს დილით, 06:00 საათზე დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსახიობი განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ბახუტაშვილის თქმით, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„დღეს დილით, 06:00 საათზე გამომიშვეს, აქციაზე, დარბევის დროს დამაკავეს. ახალი ხომ არ არის, როგორც მოქმედებენ და როგორც აკავებენ ხალხს. მირტყეს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს გარშემო ადამიანებს ისე უმოწყალოდ ექცეოდნენ, ამის აღნიშვნაც არ ღირს ალბათ, ისეთი არაფერი, ნაკაწრებია, გაივლის, ჩემს თვალწინ ხალხს ხოცავდნენ.

დაკავების მერე ძალადობას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. დაკავების შემდეგ, კიდევ მეორე ეტაპი იყო სისტემური დანაშაულის, სხვა ადამიანები გაკავებენ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გაკავებს, მერე საპატრულო პოლიციას გადასცემენ და მერე ისეთი ადამიანები მოდიან და ისე ფუთავენ ამას, თითქოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგაკავეს. წლებია ეს სისტემა ასე მუშაობს და ახალი არ არის. მე კიდევ ერთხელ გავიარე და კიდევ ერთხელ ძალიან თვალსაჩინო იყო ჩემთვის ეს სისტემური დანაშაული. მართლა ძალიან ბევრი, ათასობით ადამიანია ჩართული სხვადასხვა რგოლები - პოლიცია, სასამართლო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მოდიან მერე, სასამართლოში აძლევენ ცრუ ჩვენებებს, მოსამართლემაც იცის, რომ ცრუ ჩვენებებს ისმენს, მაინც ასე გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. ჩემი პროცესი ჯერ არ გამართულა, 48-საათიანი პატიმრობის ვადა გამივიდა და სასამართლოს დანიშნავენ ალბათ.

დაშავებულები გამომყავდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოვიყვანე მანქანაში და მეორე გულწასულ ბიჭს მიათრევდნენ, ამის გამო შევბრუნდი, ის გამომატანეს და პირიქით, რტყმით შემაგდეს მანქანაში“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გურჯაანის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი