გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდებს - სწავლის შეწყვეტისკენ მოგიწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას - არ დაუშვათ საბოტაჟი საგანმანათლებლო სივრცეში

მეგობრებო, ის ქაოსი, რომლის შემოტანასაც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობას.

კლასიკური ნეო ფაშისტური „ბულინგი“, რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა, კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ის მიმართავს სტუდენტებს, მოსწავლეებს, მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და აღნიშნავს, რომ სწავლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას, ძალადობრივად დაამხონ არჩეული ხელისუფლება და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება.

„ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს:

კლასიკური ნეო ფაშისტური „ბულინგი“, რაც დღეს რამდენიმე უნივერსიტეტსა და სკოლაში შეიმჩნევა კოორდინირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ და საფრთხეს უქმნის განათლების სექტორს.

ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკური მიზნების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სამთავრობო პროგრამაშიც კი არ ჩაერთო.

საქართველოს კანონებით ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ, დაცულია აკადემიური თავისუფლება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში არავის აქვს უფლება მოგიწოდოთ დააფიქსიროთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება ან შეწყვიტოთ სწავლა.

უფრო მეტიც, არასაპატიო მიზეზით საგანმანათლებლო პროცესის ჩაშლა, დაწესებულებების შინაგანაწესისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

სწავლის შეწყვეტისკენ მოგიწოდებენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ხელით ცდილობენ პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაწვან, ქვები ესროლონ და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციას, ძალადობრივად დაამხონ არჩეული ხელისუფლება და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარება.

გთხოვთ, დაიცვათ კანონი და არ დაუშვათ საბოტაჟი საგანმანათლებლო სივრცეში.

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! არავის მისცეთ უფლება სწავლის მიღება აგიკრძალოთ. თითოეულ ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება!

დარწმუნებული ვარ, გელათისა და იყალთოს აკადემიების შემქმნელი საზოგადოება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდება“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს