განათლების მინისტრი - ჩემი აზრიც არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება ან შეგნებულად, ან შეუგნებლად უჭირთ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ მას, ვინც ევროინტეგრაციის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ განცხადებას ემიჯნება, წაკითხული გააზრების პრობლემა აქვს.

როგორც წულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება, ნებით ან უნებლიედ, უჭირს.

„ვეთანხმები [პრემიერი განცხადებას]. ჩემი აზრიც არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება ან შეგნებულად, ან შეუგნებლად უჭირთ. მათი მხრიდან, ინფორმაცია, რომელსაც მმართველი ძალა ავრცელებს, ხშირად სწორად არაა აღქმული და ეს შეგნებულად ხდება, ნებით თუ უნებლიედ, ზუსტად არ ვიცი“,- განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდი პრობლემაა, როცა საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს წაკითხულის გააზრება უჭირთ.

„ამ პროცესში რაც არის კარგი ისაა, რომ სისტემა იწმინდება. ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ, როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა“,- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია