ალექსი პეტრიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროში ირაკლი კობახიძე ვერაფერს გახდა და როგორც დამალულად შეიპარა, ისე დამალულად გაიპარა - ეს ყველაფერი უნდა გადაიზარდოს დაუმორჩილებლობაში და საყოველთაო გაფიცვაში

საგარეო საქმეთა სამინისტროში [ირაკლი კობახიძე] ვერაფერს ვერ გახდა და როგორც დამალულად შეიპარა, ისე დამალულად გაიპარა, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, მათ სურდათ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, რათა აეხსნათ, თუ „რატომ არის ის რუსული რეჟიმის მონაწილე და ნაწილი“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში ის [ირაკლი კობახიძე] ვერაფერს ვერ გახდა და როგორც დამალულად შეიპარა და ისე დამალულად გაიპარა. არა თუ ჩვენთან შეხვედრა ვერ გაბედა, მას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა არ შეხვდა. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და გადაიზარდოს დაუმორჩილებლობაში და საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც აუცილებლად ამ რეჟიმს დასასრულამდე მიიყვანს”, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს