ომბუდსმენი - აბსოლუტურად მიუღებელია, როცა პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს - როდესაც ადამიანები არ ისჯებიან გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო ბრუტალურ სახეს იღებს

ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს.

„ზოგადად, მე ასეთ შემთხვევებს ვუწოდებ სიმხეცეს, ვინაიდან წარმოუდგენელია ადამიანებს ასე მოექცე, დაესხა თავს - განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და გადასცემენ ინფორმაციას, რაც მათი კონსტიტუციური უფლება. ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს. რაც მთავარია, ასეთ ქმედებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული პასუხისმგებლობა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს. ყოველ ჯერზე როდესაც ახალი საპროტესტო აქცია იმართება, ვხედავთ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო მეტი სისასტიკით ხასიათდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ მიმართულებით კონკრეტული გამოძიებები აწარმოოს და რაც მთავარია გამოძიებებს მოჰყვეს შედეგები“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა ისაუბრა კონკრეტულ მაგალითზე, როდესაც საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმელების წინ არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში, სადაც არის ესკალაციის ეპიცენტრი და ადამიანების დაზიანების ძალიან დიდი რისკი, იქ ბავშვების ყოფნა აბსოლუტურად გაუმართლებელია.

„ბავშვებს აქვს მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება, ოღონდ ეს მანიფესტაცია უნდა იყოს მშვიდობიანი.

კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ეს ბავშვი ვიხილეთ, მომატებულია საფრთხის წყარო, შესაბამისად, ამ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ის გაყვანილი უნდა ყოფილიყო ადგილიდან და ამიტომ მოვუწოდე მის მშობლებს. ასე გავაკეთებ სხვა დროსაც, როცა დავინახავ, რომ წყლის ჭავლთან, რომელიც მიმართულია მომიტინგეების მიმართ, ბავშვი იმყოფება. ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში. შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სადაც არის ესკალაციის ეპიცენტრი და ადამიანების დაზიანების ძალიან დიდი რისკი, იქ ბავშვების ყოფნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია