ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დავით სონღულაშვილის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სფეროს და ის წარმატებას მოუტანს ქვეყანას როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს მიღწევებში ყოფილი მინისტრის, ოთარ შამუგიას წვლილზეც ისაუბრა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს