ფინეთის პრეზიდენტი - საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს, გააგრძელონ ევროპული გზა, მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ

სასწრაფო დისკუსია მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა და მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ.

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირის გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება წინა პოლიტიკისგან, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის კონსტიტუციას. საერთო ეროვნული პროტესტი ცხადყოფს ქართველების ძლიერ სურვილს გააგრძელონ ევროპული გზა. მათი პროტესტი არ უნდა ჩაახშონ“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება