ლადო ტატიშვილი უნდა გადადგეს და აჭარის მაუწყებელი ხალხს დავუბრუნოთ - ამ შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან აქციას მართავენ

ლადო ტატიშვილი უნდა გადადგეს და აჭარის მაუწყებელი ხალხს დავუბრუნოთ, - ამ შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან მივიდნენ და არხზე დახურული გადაცემების გამო პროტესტი გამოთქვეს.

მათი თქმით, გადაცემები, რომლებშიც საპროტესტო აქციები შუქდებოდა, გაურკვეველი მიზეზით დახურეს. აქციის მონაწილეები ტელევიზიასთან რჩებიან და განმარტებებს ელოდებიან.

„ბათუმში ძლიერი სტუდენტური მოძრაობა დაიწყო, რომელმაც გამოაფხიზლა მთელი სტუდენტობა, მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ტელევიზიამ გაურკვეველი მიზეზით შეწყვიტა გადაცემები, რომლებიც ჩვენს საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ახლა კეთილი ინებონ და ჩამოვიდნენ და ახსნან, რატომ კლავენ მუხტის გაშუქების რეჟიმს. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვითხოვოთ პასუხი. მოვუწოდებთ ღირსეულ თანამშრომლებს, რომ გაიფიცონ და გამოვიდნენ ევროპის მოედანზე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება