ლევან ხაბეიშვილი - ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია - რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება

ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია - რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია - 96 საათი უძილო "რობოკოპები" და „ხარებას“ დაჯგუფება!

რუსული პარტია ახდენს რუსული პარტიის „ტიტუშკების“ მობილიზებას, რომ როგორმე ცოცხალ ძალას წაეშველონ. გამოცხადებული აქვთ სრული მობილიზება - გამგებლები, მოადგილეები, თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ.

ასევე, ცდილობენ ცოცხალი ძალა დაცვის პოლიციიდან დაიმატონ.

მოკლედ, რეჟიმი გადატეხილია და ახლა, ჩვენ მეორე ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება. ყველა ქალაქი დადგეს ფეხზე და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

ძალა ხალხშია! ღმერთმა დალოცოს საქართველო”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!